სარკინიგზო ხაზი

FRAIL - ჩინეთი საქართველო სრული სარკინიგზო საკონტეინერო გადაზიდვები ჩვენ ვთავაზობთ სრულ სარკინიგზო გადაწყვეტებს ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით ტრანსკასპიური დერეფნის გავლით. ძირითადი სარკინიგზო ჰაბები ჩინეთში: ჰეფეი (合肥) სიანი (西安) ჩონგფინგ (重庆) ჟენგჟოუ (郑州) ვუჰან (武汉) ტვირთი გადაადგილდება კოორდინირებული მულტიმოდალური მარშრუტით, ჩინეთიდან ყაზახეთის მიმართულებით, კასპიის ზღვის გავლით საქართველოში. პროცესის თითოეული ეტაპი კონტროლდება წინასწარ დაგეგმილი ოპერაციული კოორდინაციით, რაც უზრუნველყოფს სტაბილურ ტრანზიტს, უსაფრთხო გადაადგილებას და ეფექტურ მართვას.

საზღვაო ხაზი

FCL - მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვაკავშირებთ საქართველოს გლობალურ ბაზრებთან. ტვირთები გადაადგილდება სტანდარტული (Dry) და სამაცივრე (Reefer) კონტეინერებით მსოფლიოს მთავარ სავაჭრო მიმართულებებზე აზია შუა აღმოსავლეთი ევროპა ამერიკა ოკეანეთი მკაცრი ტემპერატურული კონტროლის საჭიროების მქონე მალფუჭებადი პროდუქციიდან დაწყებული, სტანდარტული კომერციული ტვირთებით დასრულებული — გადაწყვეტილებები მორგებულია თქვენი ტვირთის სპეციფიკასა და მოთხოვნებზე. ვმართავთ პროცესს სრულად დაგეგმვიდან და ბუქინგიდან, ოპერაციულ კოორდინაციამდე და საბოლოო მიწოდებამდე პროცესის ყველა ეტაპზე გამჭვირვალე კომუნიკაციითა და კონტროლით.

სახმელეთო ხაზი

FTL - სრული სატვირთო ავტომობილები მნიშვნელოვანი რეგიონული და საერთაშორისო მარშრუტები: ევროკავშირი↔ საქართველო დიდი ბრიტანეთი ↔ საქართველო ჩინეთი ↔ საქართველო თურქეთი ↔ საქართველო აზერბაიჯანი ↔ საქართველო სომხეთი ↔ საქართველო მოქნილი, სტაბილური და სრულად კოორდინირებული სატრანსპორტო გადაწყვეტილებებს ორივე მიმართულებით. პროცესების ეფექტური დაგეგმვა, ოპერაციული კონტროლი და მუდმივი კომუნიკაცია უზრუნველყოფს ტვირთის უსაფრთხო და დროულ გადაადგილებას საერთაშორისო მიწოდების ჯაჭვში.

საჰაერო  ხაზი

AIR - მთელი მსოფლიოს მასშტაბით რთულ რეგიონებსა და არასტანდარტულ გადაზიდვებში მიღებული პრაქტიკული გამოცდილებით, მთავარი ფოკუსი პროცესის ეფექტური შესრულება და სრული კონტროლია მაშინაც კი, როდესაც მარშრუტი დამატებით კოორდინაციას, მოქნილობას და ოპერაციულ სიზუსტეს საჭიროებს. განსაკუთრებული პირობები ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით კარიდან კარამდე (Door-to-Door) სრული ლოგისტიკური სერვისი გამარტივებული საბაჟო პროცედურებით სარგებლობის შესაძლებლობა პრიორიტეტული დამუშავებისა და ოპერაციული მხარდაჭერის შესაძლებლობა

ნაკრები ტვირთები

LTL LRAIL LCL მოქნილი კონსოლიდაცია სხვადასხვა სატრანსპორტო რეჟიმში, მცირე და საშუალო მოცულობის ტვირთების ეფექტურად და ოპტიმალური ხარჯებით გადაადგილების შესაძლებლობას იძლევა * LCL (Less than Container Load) საზღვაო გადაზიდვებისთვის * LTL (Less than Truck Load) სახმელეთო გადაზიდვებისთვის * LRAIL (Rail Consolidation) სარკინიგზო გადაზიდვებისთვის ეს გადაწყვეტილებები იდეალურია ტვირთებისთვის, რომლებიც არ საჭიროებენ სრულ დატვირთვას. სერვისი საშუალებას იძლება შემცირდეს ლოგისტიკური ხარჯები, ხოლო ამავდროულად შენარჩუნდეს სტაბილური ტრანზიტი, ეფექტური კოორდინაცია და პროცესის სრული კონტროლი.

ინდუსტრიული პროექტები

OVERSIZED & OVERWEIGHT რთული, არაგაბარიტული, მძიმე და არასტანდარტული ტვირთები, რომლებიც საჭიროებენ დეტალურ დაგეგმვას, ტექნიკურ ცოდნას და პროცესის სრულ კოორდინაციას ტრანსპორტირების თითოეულ ეტაპზე. ინდუსტრიული დანადგარები, სამშენებლო ტექნიკა და რთულად სამართავი პროექტები, რომელთა გადაადგილებაც სტანდარტული სატრანსპორტო გადაწყვეტებით შეუძლებელია. ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს მთელი პროცესის მხარდაჭერას, მარშრუტის ანალიზის და საინჟინრო შემოწმებას, ნებართვების მომზადებას, ესკორტირების და შესაბამისი სატრანსპორტო ტექნიკის შერჩევას. თითოეული პროექტი ინდივიდუალური მიდგომით იგეგმება, ტვირთის სპეციფიკისა და ოპერაციული მოთხოვნების სრული გათვალისწინებით.