TAKE ACTION NOW

DON'T WAIT ANY LONGER

სტაბილური მიწოდების ჯაჭვი

ჩვენ ვაკვირდებით, რეალურად როგორ მუშაობს თქვენი ოპერაციები ყოველდღიურ რეჟიმში და ვეხმარებით ზედმეტად გართულებული პროცესების გამარტივებაში, რათა სისტემა გახდეს უფრო პრაქტიკული, სტაბილური და მარტივად სამართავი. მიზანი არის ნაკლები გაუგებრობა, ნაკლები შეცდომა და მეტი კონტროლი თქვენს გადაზიდვებზე. ისე, რომ პროცესი იყოს გამჭვირვალე ყველა ეტაპზე და გადაწყვეტილებების მიღება უფრო სწრაფი და ეფექტური გახდეს. საჭიროების შემთხვევაში, ვეხმარებით პროცესების სტრუქტურირებაში, კომუნიკაციის გამართვაში და ოპერაციული ნაკადების დალაგებაში, რათა ლოგისტიკა არ იქცეს ყოველდღიურ ქაოსად ბიზნესისთვის.

ჰენდლინგი და დასაწყობება

ჩვენ გვაქვს წვდომა სანდო ჰენდლინგისა და სასაწყობე სერვისებზე მსოფლიოს მთავარ ლოგისტიკურ ჰაბებში. გამოცდილი და სანდო ადგილობრივი პარტნიორების მეშვეობით. ტვირთი მიიღება, მუშავდება და მზადდება შემდეგი ეტაპისთვის სწორი პროცესების დაცვით. იქნება ეს კონსოლიდაცია, აქციზური ტვირთების მართვა, დროებითი შენახვა თუ შემდგომი გადაზიდვისთვის მომზადება. ასევე ვამზადებთ ტვირთებს გრუპაჟული სერვისებისთვის, რათა ყველაფერი იყოს სწორად დახარისხებული, შემოწმებული და მზად გადაადგილებისთვის ოპერაციული შეფერხებების გარეშე.

საბაჟო მომსახურება

ოფიციალური წარმომადგენლები საქართველოს ყველა საბაჟო პუნქტსა და კერძო საბაჟო ტერმინალზე ისინი ადგილზე მართავენ საბაჟო პროცედურებს პირდაპირ, მათ შორის რთულ შემთხვევებსაც კანონის სრული დაცვით და პროფესიული პასუხისმგებლობით პროცესი რჩება გამჭვირვალე რათა თქვენმა ტვირთმა გაიაროს საბაჟო პროცედურები ზედმეტი გართულებებისა და შეფერხებების გარეშე. • იმპორტი • ექსპორტი • ტრანზიტი • საბაჟო საწყობი • დროებითი შენახვა • დროებითი იმპორტი • დროებითი ექსპორტი • გადამუშავება • რეექსპორტი • რეიმპორტი • საქონლის განადგურება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ • საქონლის სახელმწიფოსთვის გადაცემა (უარის რეჟიმი)

იმპორტი ჩინეთიდან

ჩვენი ძირითადი მიმართულება წარმოებასთან დაკავშირებული პროდუქტებია: ნედლეული, ინდუსტრიული კომპონენტები, დანადგარები, საწარმოო ხაზები და ქარხნული აღჭურვილობა. ჩვენ ვთანამშრომლობთ ბიზნესებთან, რომლებსაც სჭირდებათ სტაბილური და უწყვეტი მომარაგება. მთელი პროცესი აგებულია გრძელვადიან დაგეგმვაზე, ოპერაციულ სტაბილურობასა და მკაფიო კოორდინაციაზე, მომწოდებლიდან საბოლოო მიწოდებამდე. სერვისი სრულად ფარავს ყველა ეტაპს: ტვირთის შესყიდვას ჩინეთში, ტრანსპორტირებას, დოკუმენტაციის მართვას, საბაჟო პროცესებსა და საბოლოო მიწოდებას საქართველოში. ჩვენ ვაკონტროლებთ პროცესს ისე, თითქოს ეს ჩვენი საკუთარი მიწოდების ჯაჭვია მაქსიმალური გამჭვირვალობით, დროზე ორიენტირებული მართვით და მუდმივი კომუნიკაციით ყველა ეტაპზე. ამავდროულად, ჩვენი საშუამავლო მარჟები შენარჩუნებულია ოპტიმალურ დონეზე, რათა თანამშრომლობა დარჩეს ეფექტური, რეალისტური და გრძელვადიან პარტნიორობაზე მორგებული.

ექსპორტი ჩინეთში

ჩვენ ვეხმარებით ქართულ კომპანიებს ჩინეთის ბაზარზე შესვლასა და განვითარებაში. ეს მოიცავს საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის დაგეგმვასა და ორგანიზებას, სწორი ბიზნეს შესაძლებლობების იდენტიფიცირებას და პროდუქციის იმ პოზიციაში განთავსებას, სადაც რეალური გაყიდვის პოტენციალი არსებობს. ჩვენი მხარდაჭერა არ შემოიფარგლება მხოლოდ ვიზიტების ორგანიზებით. პროცესს ვუდგებით სტრატეგიულად, რათა კომპანიამ მიიღოს რეალური ბიზნეს შედეგი, სწორი კონტაქტები და გრძელვადიანი განვითარების შესაძლებლობა ჩინეთის ბაზარზე. საჭიროების შემთხვევაში, ვეხმარებით კომუნიკაციაში, დაგეგმვაში, მომწოდებლებისა და პარტნიორების შერჩევაში, რათა პროცესი იყოს უფრო სწრაფი, უსაფრთხო და ეფექტური.

იმპორტი თურქეთიდან

თურქეთი ერთ-ერთი ყველაზე პრაქტიკული და მოქნილი მიმართულებაა პროდუქციისა და მასალების მომარაგებისთვის. ჩვენ ვმართავთ სამშენებლო მასალების, ავეჯის, საწარმოო დანიშნულების მოხმარებადი პროდუქციისა და სხვადასხვა ტიპის ტვირთების ტრანსპორტირებას თქვენი საჭიროებისა და მოცულობის მიხედვით. პროცესი აგებულია მარტივ, სტაბილურ და პროგნოზირებად მართვაზე მომწოდებელთან კოორდინაციიდან საბოლოო მიწოდებამდე საქართველოში, რათა თქვენი ბიზნესი არ გაჩერდეს ლოგისტიკური შეფერხებების გამო. ჩვენი მიზანია, რომ ტვირთის გადაადგილება იყოს სწრაფი, გასაგები და ბიზნესისთვის რეალურად სამუშაო პროცესად ქცეული, ზედმეტი სირთულეებისა და გაუთვალისწინებელი შეფერხებების გარეშე.

TAKE ACTION NOW
DON'T WAIT ANY LONGER