16 Mar
16Mar

ბოლო წლებში ლოგისტიკა მხოლოდ “ტვირთის გადაზიდვა” აღარ არის. თანამედროვე ბიზნესი უკვე ბევრად უფრო რთულ გარემოში მუშაობს: სხვადასხვა ქვეყანა, სხვადასხვა მომწოდებელი, პორტები, საბაჟო პროცესები, დაგვიანებები, ფასების ცვლილება, ინფორმაციის ნაკლებობა და მუდმივად ცვალებადი ბაზარი.
სწორედ ამ გარემომ შექმნა ახალი საჭიროება კომპანიებს აღარ სჭირდებათ უბრალოდ გადამზიდავი. ისინი ეძებენ სისტემას, რომელიც მთელ მოძრაობას მართავს. აქ ჩნდება 5PL.5PL (Fifth Party Logistics) ნიშნავს მიწოდების ჯაჭვის სრულ, ინტეგრირებულ და სტრატეგიულ მართვას. ეს არის მოდელი, სადაც კომპანია უფლებას აძლებს პარტნიორს, აკონტროლოს მთელი პროცესი თავიდან ბოლომდე.  ეს შეიძლება მოიცავდეს:

  • საერთაშორისო ტრანსპორტირების დაგეგმვას
  • მომწოდებლებთან კოორდინაციას
  • სხვადასხვა ტრანსპორტის ტიპის გაერთიანებას
  • საბაჟო პროცესების მართვას
  • საწყობებთან კავშირს
  • რეალურ დროში ინფორმაციის კონტროლს
  • რისკების შემცირებას
  • ოპერაციული პროცესების ოპტიმიზაციას

დღეს საქართველოში ბევრი ბიზნესი ჯერ კიდევ ფრაგმენტულად მუშაობს. ხშირად კომპანიებს ჰყავთ:

  • ერთი გადამზიდავი ჩინეთზე
  • მეორე ევროპაზე
  • ცალკე საბაჟო ბროკერი
  • ცალკე საწყობი
  • სხვადასხვა ადამიანი სხვადასხვა პროცესისთვის

შედეგი კი ხშირად ქაოსია.იკარგება ინფორმაცია.

ფერხდება კომუნიკაცია.

არავინ იღებს სრულ პასუხისმგებლობას.

პრობლემის დროს ყველა ერთმანეთს აბრალებს.ზუსტად აქ იწყება 5PL-ის რეალური ღირებულება. 5PL სისტემა ყველაფერს ერთიან პროცესად აქცევს. კომპანია იღებს ერთ სივრცეს, სადაც ყველა მოძრაობა, ინფორმაცია და ოპერაცია ერთმანეთთან კავშირშია.მაგალითად, თუ ჩინეთიდან მოდის ტვირთი და პარალელურად ევროპიდანაც გაქვთ იმპორტი, 5PL მოდელი ამ ყველაფერს ერთიანი სტრატეგიით მართავს:

  • რომელი მარშრუტია უფრო სტაბილური
  • სად არის რისკი
  • რა ჯდება რეალურად იაფი
  • სად შეიძლება შეფერხება
  • რა შეიძლება ოპტიმიზდეს

 თანამედროვე ბაზარზე სისწრაფე ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მხოლოდ სისწრაფე აღარ არის საკმარისი. დღეს ბიზნესი უფრო მეტად აფასებს:

  • პროგნოზირებად პროცესებს
  • სტაბილურობას
  • გამჭვირვალობას
  • კონტროლს
  • სწრაფ რეაგირებას პრობლემებზე

სწორედ ამიტომ მსოფლიოში დიდი კომპანიები სულ უფრო მეტად გადადიან 4PL და 5PL მოდელებზე.

HOX-ის ხედვაც სწორედ ამას ეფუძნება.ჩვენი მიზანია შევქმნათ სისტემა, სადაც ბიზნესი მშვიდად მართავს საკუთარ მოძრაობას.ჩვენ ვაერთიანებთ:

  • სარკინიგზო გადაზიდვებს
  • საზღვაო ტრანსპორტირებას
  • სახმელეთო მოძრაობას
  • საჰაერო გადაზიდვებს
  • საბაჟო პროცესებს
  • კოორდინაციას
  • ოპერაციულ კონტროლს

ერთ სისტემაში.ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ კომპანიებისთვის, რომლებიც:

  • რეგულარულ იმპორტს აკეთებენ
  • სხვადასხვა ქვეყნებთან მუშაობენ
  • ზრდის ეტაპზე არიან
  • რთული ტვირთები გადააქვთ
  • სჭირდებათ სტაბილური Supply Chain

5PL ბიზნესს აძლევს შესაძლებლობას ნაკლები დრო დახარჯოს პრობლემებზე და მეტი ზრდაზე.როდესაც ყველა პროცესი კონტროლდება, ბიზნესი უფრო სწრაფად ვითარდება.

როდესაც ინფორმაცია არ იკარგება, გადაწყვეტილებები უფრო სწორად მიიღება.

როდესაც მოძრაობა სისტემურად იმართება, რისკები მცირდება.სწორედ ეს არის თანამედროვე ლოგისტიკა.

და სწორედ აქ იწყება 5PL 

კომენტარები
* ელ.წერილი ვებსაიტზე არ გამოქვეყნდება.